"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი" | მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

"გადაარჩინე მიშა" - ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრაციას ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად უერთდება.

იუსტიციის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ნიკა მელია სიტყვით მიმართავს. 

"ვაკეთებთ არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის... დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი" - ამბობს მელია. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.

გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში გაიმართა უკვე გაიმართ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია, რომლის ინიციატორები, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი არიან.

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი