"გადავარჩინოთ მიშა" | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც

გამოქვეყნდა:

"გადავარჩინოთ მიშა" - ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ადამიანები აჭარის მთავრობის წინ იკრიბებიან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს. აქციაზე მისულ მოქალაქეებს სიტყვით პოლიტიკოსები მიმართავენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.

გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში გაიმართა უკვე გაიმართ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია, რომლის ინიციატორები, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი არიან.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი