ეს სტატია შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ყურადღებას - დეკანოიძე მაკფოლის წერილზე

გამოქვეყნდა:

მისი მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატია ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ყურადღებას - აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რომელიც მაიკლ მაკფოლის წერილს გამოეხმაურა.

უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაიკლ მაკფოლიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "ვაშინგტონ პოსტში" სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიომ მიხეილ სააკაშვილის  ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას და რომ ეს  იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა.

ხატია დეკანოიძის თქმით,  დარწმუნებულია, რომ ზეწოლა და მოწოდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტზე, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ამის შემდეგ უფრო გააქტიურდება.

დეკანოიძე ხაზს უსვამს, რომ მაკფოლი უკრაინის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელია და მისი ჩართულობით ასანქცირებენ რუსეთთან დაახლოებულ ოლიგარქებს. დეკანოიძის თქმით, პუტინის გარდა, ახლა სწორედ ოლიგარქ ივანიშვილსა და მის მთავრობას ახარებს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა. 

გარდა ამისა, დეკანოიძის თქმით, ხელისუფლების ინტერესია მიხეილ სააკაშვილი ამყოფოს სრულ იზოლაციაში.დეკანოიძე ითხოვს, დეპუტატებს მიეცეთ მესამე პრეზიდენტთან შესვლისა და მონახულების უფლება:

"მე ღიად, საჯაროდ და ძალიან მწვავედ ვითხოვ საქართველოს პარლამენტის  დეპუტატებს მოგვეცეს საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყოს ჩვენი უფლებამოვალეობის ერთ -ერთი შემადგენელი ნაწილი. ასე პუტინის რეჟიმი ექცევა პოლიტპატიმრებს" განაცხადა დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრ ბრეგაძის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის სპეციალური ნებართვის გარეშე მონახულება გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს აკრძალა.

მაკფოლის წერილი:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი