რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, პროფესორი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუწოდოს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამ თემაზე ის The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
მისი განცხადებით, "სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა - ამას ის დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გამო იმსახურებს".
"პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მიმართვა სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება. ეს უკვე გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა", - აღნიშნულია სტატიაში.
იხილეთ: