
2020 წლის არჩევნებისთვის "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს 1 საათში წარადგენს. ქართული ოცნების ლიდერები კოჯორში ამ წუთებში იკრიბებიან. პრეზენტაციისთვის უკვე მისულები არიან "ქართული ოცნების" იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი და გოგა ხაინდრავა. მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ესწრება ექიმი ლევან რატიანიც, იქნება თუ არა ის ოცნების მაჟორიტარი 1 საათში გაირკვევა. ასევე ადგილზე არიან მომღერლები აჩიკო მეფარიძე და სოფო ხალვაში.



პრეზენტაციაზე თვეების გაუჩინარების შემდეგ, საჯაროდ გამოჩნდება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
"ოცნების" კანდიდატების სია გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 თანაფარდობით ჩატარდება, ამომრჩეველმა 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით, ხოლო 120 პროპორციული წესით უნდა აირჩიოს.