
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსები შობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებზე ტერაქტებს ამზადებენ. ის მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს:
"გვაქვს ინფორმაცია, რომ შობის დღესასწაულზე რუსები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამონასტრო კომპლექსებში ტერაქტების მოწყობას აპირებენ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს ფრთხილად იყვნენ და თავი შეიკავონ ხალხმრავალს ადგილებში გამოჩენისგან. გაუფრთხილდით საკუთარი და ახლობლების სიცოცხლეს. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს" წერს ირინა ვერეშჩუკი.
იხილეთ ასევე: