აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერებს $3,75 მლრდ-ზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის მოცულობა 3,75 მილიარდ დოლარზე მეტია. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

682 000 000 დოლარი გაეგზავნათ ნატოს ევროპელ წევრებს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის შესავსებად.

პენტაგონმა ახალი პაკეტის დეტალები გამოაქვეყნა. მასში უშუალოდ უკრაინისთვის შევა:

  • 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley;
  • 500 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და მათთვის 250 ათასი ჭურვი;
  • 55 დაჯავშნილი მანქანა MRAP-ი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით;
  • 100 ჯავშანტრანსპორტიორი M113;
  • "მიწა-ჰაერი“ კლასის საზენიტო რაკეტები Sea Sparrow, რომლებიც მოდერნიზებულია „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასაშვებად;
  • 138 მაღალი გამავლობის ტაქტიკური მანქანა Hummer;
  • სისტემა HIMARS-ისთვის განკუთვნილი რაკეტები;
  • სხვადასხვა სახის ჭურვები საჰაერო თავდაცვისა და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები.

უკრაინისთვის გაწეული დახმარების მიხედვით, აშშ-ს მოსდევენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და პოლონეთი.

ცნობისთვის, მსოფლიოს არმიების ახალ რეიტინგში, რომელიც Global Firepower-მა (GFP) შეადგინა, უკრაინა პირველად შევიდა პირველ 15 ქვეყანაში. მან გაუსწრო ირანს, ისრაელს, ავსტრალიას, საუდის არაბეთს, ესპანეთს, ტაივანსა და გერმანიას. შარშან უკრაინის არმია მსოფლიოში 22-ე ადგილზე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი