
მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციისას სროლის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.მექსიკის თავდაცვის მინისტრის ლუის კრესენსიო სანდოვალის თქმით, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციაში დაიღუპა 10 სამხედრო და ნარკოკარტელების 19 წევრი.
მექსიკის პოლიციამ, სამხედროებთან ერთად, ხუთშაბათს, გამთენიისას, ქალაქ კულიაკანში, სინალოას შტატში, ცნობილი ნარკობარონის ელ ჩაპოს ვაჟი დააკავა. ოპერაციას თან ახლდა სროლა და გადაწვეს მანქანები. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ავიაკომპანიის თვითმფრინავს რამდენიმე ტყვია მოხვდა.
გუზმანი სინალოას შტატში, ქალაქ კულიჰანში აიყვანეს. სამართალდამცველები მას ექვსი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქში დახურეს სკოლები და ბაღები. დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა აეროპორტმაც. ქვეყნის მაღალჩინოსნები მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ.
თავად "ელ ჩაპო" 2019 წელს დააკავეს და იგი ამ დრომდე ამერიკის ციხეში იმყოფება. ცნობილ ნარკობარონს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
იხილეთ ვრცლად: