ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში - მიხეილ სააკაშვილი ბროუდერს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მაგნიტსკის სიის" ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებას პასუხობს და მას გამოხმაურებისთვის მადლობას უხდის. განცხადება მესამე პრეზიდენტის Facebook-ზე ვრცელდება. 

მიხეილ სააკაშვილი ბროუდერს მიმართავს და მას სთხოვს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს.

"ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის უძლეველობის რწმენასთან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ვიცოცხლო მის დასასრულამდე. ამასობაში ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირალები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური პოტენციალით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებს ბილ ბროუდერი 23 დეკემებრს გამოეხმაურა:

"ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება" - დაწერა მან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი