სისხლიანი დაპირისპირება სამართალდამცველებს შორის. მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი. ალექსანდრე შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ მისივე თანამშრომელმა ესროლა.
ბრალდებული გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემების გამო უფლებამოსილება დროებით შეჩერებული აქვს. შემთხვევა გუშინ ღამით დიდ დიღომში მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც დაჭრილია და კლინიკაშია მოთავსებული.
იხილეთ ასევე: