დანაშაულის ჩადენისას არაფხიზელი იყო, იქცეოდა არაადეკვატურად - საგამოძიებო მკვლელობაში ბრალდებულ სამართალდამცავზე

გამოქვეყნდა:

სამართალდამცავს, რომელსაც ბრალად მკვლელობა ედება ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გიორგი მღებრიშვილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვასა და ტარებას ედავებიან. მან ალექსანდრე შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჯერ ესროლა. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის დროს გიორგი მღებრიშვილი და მისი მეგობრები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

"8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული დაკავებული იქნა ადგილზე გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ", - წერია უწყების განცხადებაში. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი