თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესზე ამერიკელმა ნევროლოგმა, ემანუელ ლაჰანმა მესამე პრეზიდენის მკურნალობასა და დიაგნოზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მძიმე დიაგნოზი დემენციაა.
ექიმის თქმით, ბოლო 8 თვის განმავლობაში დემენციასთან დაკავშირებით, არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება, რაც გამოწვეულია იმით, რომ მას სწორად არ მკურნალობენ.
"რაც შეეხება დემენციას, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება, ეს არის სწარაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამაინის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, თავის მოვლა, შხაპი და ა.შ. რამდენადაც ვნახე, ბოლო 8 თვის განმავლობაში დემენციასთან დაკავშირებით, არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა და სწორი მოვლა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში", - თქვა ლაჰანმა.
სასამართლო პროცესზე ნევროლოგმა ლაჰანმა მიხეილ სააკაშვილის სხვა მძიმე დიაგნოზებზეც ისაუბრა. ექიმი ჩვენებას ამ წუთებში აძლევს და მის მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს.
ამავე თემაზე: