სუეცის არხში დღეს სატვირთო გემი გაიჭედა - ის უკვე გამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

სატვირთო გემი, რომელიც დღეს, 9 იანვარს, სუეცის არხში გაიჭედა უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს. გაჩერებული გემი სამმა ხომალდმა ბუქსირის დახმარებით გამოიყვანა.

სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, შემთხვევას სერიოზული შეფერხება არ გამოუწვევია.

სატვირთო გემი, რომელსაც უკრაინიდან ჩინეთისკენ 65,000 ტონაზე მეტი სიმინდი გადაჰქონდა სუეცის არხში დილის საათებში გაიჭედა. შემთხვევა ისმაილის პროვინციაში, ქალაქ კანტარასთან მოხდა. გემი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სუეცის არხში სატვირთო გემი გაიჭედა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო მარშრუტი 2021 წლის მარტში პანამის დროშის ქვეშ მცურავმა Ever Given-მა დაბლოკა. იგი სუეცის არხში თითქმის ერთი კვირა იყო გაჭედილი, რამაც მსოფლიოში დიდი საზღვაო-სატრანსპორტო კრიზისი შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი