შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს და მისი მოლოდინია, რომ ქვეყანა ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის. როგორც ჰოჯესი ამბობს, საქართველო არ არის მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში.
"ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის... მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე" ამბობს გენერალი ჰოჯესი.
გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მოწვევით იმყოფება.