ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი იმყოფება, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილიც ესწრებოდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პრესის თავისუფლების მნიშვნელობას.
"ბევრჯერ იყო ნახსენები მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, განსაკუთრებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე და განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვება მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის და ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და შანსია, რომ ჩვენც წინ წავიწიოთ და პროგრესის მიმართულებით ვიაროთ. გენერალმა ახსენა ისიც, რომ იმისთვის, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს შანსი და უკრაინის გამარჯვებასთან ერთად ქვეყანამაც მიიღოს რამე სარგებელი, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი მედია და არ არსებობდნენ პოლიტპატიმრები და ისეთი ადამიანი, როგორიც არის ნიკა, არ იჯდეს ციხეში", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.
იხილეთ ასევე: