ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს - იონათამიშვილი ბენ ჰოჯესზე

გამოქვეყნდა:

ჩვენ ამ ადამიანის არაერთი განცხადება გვახსოვს, რომლის საფუძველზეც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვას, პირდაპირ გამოთქვამდა საყვედურებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ქმედებები არ აქვს განხორციელებული დღეს, იგივე აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში და ამით ფაქტობრივად ის მავნებლურ განცხადებებს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ცხადია, ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ ასეთი ომის რიტორიკის და გლობალური ომის პარტიის წევრი გამოიყენონ სპიკერად, ვფიქრობ, მათი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომაა.

ამბობს, "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურზე, გენერალ ბენ ჰოჯესზე, რომელმაც უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება გააკრიტიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი