"როცა კარგი ურთიერთობა გაქვს მეორე სახელმწიფოსთან, შეიძლება მას სთხოვო, მაგრამ როცა ურთიერთობას მიზანმიმართულად აფუჭებ და მერე აწვები, რომ რაღაცას რატომ არ მჩუქნი, ამას ჰქვია "დაწერა", ბოდიში მომითხოვია და არავინ არაფერს არ "დაიწერს".
აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, რომ უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება და უარი მიიღო.