დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ბავშვებს ოკუპანტების გართობა აიძულეს

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში ბავშვებს ოკუპანტების გართობა აიძულეს - ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ქალაქის ლეგიტიმური მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მისი თქმით, ამით რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ ცინიზმს საზღვარი არ აქვს.

როგორც ანდრიუშჩენკო წერს, ბავშვებმა უარი ვერ თქვეს, რადგან მათ მშობლებს ემუქრებოდნენ.

„დღეს მარიუპოლელი ბავშვები იძულებულნი გახდნენ მადლობა გადაეხადათ ბავშვების, მშობლებისა და ახლობლების მკვლელებისთვის. მადლობა გადაუხადეს და სპექტაკლებით გაართეს. მშობლები გააფრთხილეს - ვინც შეეწინააღმდეგებოდა ესროდნენ, ან მარიუპოლის სარდაფებს ელოდებოდათ", - იტყობინება ანდრიუშჩენკო. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი