რუსული ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოა - რუსეთის "აგროექსპორტის" ცენტრი

გამოქვეყნდა:

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს "აგროექსპორტის" ცენტრის მონაცემებით რუსული ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოა.

2022 წლის 25 დეკემბრის მონაცემებით, გასულ წელს ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა საქართველო იყო.  ფქვილის ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში 4.7-ჯერ გაიზარდა და 202 ათასი ტონა შეადგინა, ექსპორტის ღირებულება კი 6-ჯერ გაიზარდა.

რუსული ფქვილის მეორე მსხვილი შემსყიდველი ერაყი იყო,  სადაც 158 ათასი ტონა გავიდა, მესამე  კი ავღანეთი, რომელმაც რუსეთიდან 131 ათასი ტონა ფქვილი შეიძინა.

რუსული ფქვილის 5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგში თურქეთიც მოხვდა, რომელმაც რუსეთიდან 78 ათასი ტონა ფქვილი შეიძინა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1 000 ტონამდე იყო, მეხუთე ადგილზე კი თურქმენეთია, რომელმაც იმპორტი 43 ათას ტონამდე გაზარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი