არაფერი კარგი არ მოხდება საქართველოს მთავრობისთვის, თუ მიხელ სააკაშვილი ციხეში მოკვდება - ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი ნიშნავს, რომ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მიმართ პატივისცემა არ გაქვს - გენერალი ბენ ჰოჯესი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასა და მის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას "მთავარ არხთან" ინტერვიუში ეხმაურება.

"დღის სტუმრის" ეთერში, ბენ ჰოჯესი, რომელიც თბილისში იმყოფება, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგი არაფერი მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება:

"ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი ნიშნავს, რომ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მიმართ პატივისცემა არ გაქვს. რატომ გყავს ის გამოკეტილი, განა რა საფრთხეს წარმოადგენს ასეთს, რომ ეს ადამიანი, რომელიც აშკარად ავად არის, ჩაკეტილი ჰყავთ. მე როგორც ვიცი, ის უკრაინის მოქალაქეც არის და ეს ნიშნავს, რომ მეორე გზაც არსებობს - აქ ადამიანურ ღირსებაზე, კეთილშობილებაზეა საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გამონახვას გზას, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა და არ გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. არაფერი კარგი არ მოხდება საქართველოს მთავრობისთვის, თუ მიხელ სააკაშვილი ციხეში მოკვდება. ნაცვლად ამისა, ისინი ყველაფერს უნდა აკეთებდნენ იმისთვის, რომ მან სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს" ამბობს ბენ ჰოჯესი "დღის სტუმართან" ინტერვიუში. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი