მაჭარაშვილი აშშ-ის ელჩს ამჯერად კასიანოვის განცხადების უარყოფას ან დადასტურებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ადგილი აქვს "ომის პარტიის გლობალური და ახალი მასშტაბის კოორდინაციას". მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მაგალითად მოიყვანა Bellingcat-ის დამფუძნებლის, ხრისტო გროზევის, "მაგნიტსკის აქტის" ავტორის ბილ ბროუდერის, ასევე, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებები. 

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ადვილი გასაშიფრია "კოორდინაციის ხარისხი", რომლის მიზანიც, მისი აზრით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნაა, ასევე ხელისუფლების დისკრედიტაცია, საქართველოში ომში ჩართვის ინტერესი და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაა. 

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის განცხადებასაც და ისევ ამერიკის ელჩს მოუწოდა პასუხი გასცეს "ხალხის ძალის" კითხვებს. 

"გუშინ უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კასიანოვმა, უკვე ძალიან მკაფიო და კონკრეტული ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენილს განცხადება, რითიც უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენ თხოვნას, საზოგაოდება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია", - თქვა მაჭარაშვილმა. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი