გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ საკუთარი ოფისის მინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად ჩაამსხვრია და ხელისუფლებას აბრალებს.
"მე მაინც არ ვაკადრებ ჩემს კოლეგებს რომ ეს მაგათი შეკვეთილია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის გაკეთებული რომ არის ეჭვი არ მეპარება. შიდადაპირისპირებია თუ არ ვცდები, აგერ 3 გუნდია, 3 კანდიდატია და მიდიან იმაზე, ბოლოს ახლა ვითომ აბრალებენ ხელისუფლებას... ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს, მითუმეტეს გორში. ჩვენ ძალიან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრთან, რომ დაარბიონ მაგათი ოფისი. ეს ყველაფერი თვითშემოქმედებაა",- ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.
ცნობისთვის, გამოძიება შს სამინისტროს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადურებას, ან დაზიანებას გულისხმობს.
ამავე თემაზე: