გორში, ენმ-ს ოფისზე თავდასხმაში 2 პირი ფიგურირებს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

გორში, ენმ-ს ოფისზე თავდასხმაში 2 პირი ფიგურირებს. ოფისის გარეთ დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ ინციდენტის დაფიქსირება შეძლო. კადრებში კარგად ჩანს ერთ-ერთი თავდამსხმელი ქვის ლოდს როგორ ესვრის პოლიტიკური პარტიის კარს.

თავდასხმა გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაზე მოხდა. ენმ-ს წევრებს დღეს დილით კარი ჩამსხვრეული დახვდათ. დაზიანებულია ინვენტარიც. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი