ის, რომ უკრაინიდან ნაწილი არ ჩამოვიდა და რაც ჩამოვიდა ვადაგასული იყო, კორუფციული გარიგებაა მაშინდელ ხელისუფლებებს შორის - მიქანაძე ბუკებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე 2008 წელს უკრაინისგან საქართველოსთვის "ბუკ"-ის სისტემის გადაცემას "კორუფციულ გარიგებას" უკავშირებს.

მისი მტკიცებით, 2008 წელს გამოგზავნილი სისტემებში საქართველომ თანხა გადაიხადა, რაღაც ნაწილი კი საერთოდ არ ჩამოვიდა, ნაწილი კი "უვარგისი" იყო.

"მარტივ კონტექსტში, ეს არის რაღაც კორუფციული გარიგება მაშინდელ ხელისუფლებასა და იმ დროინდელ უკრაინულ ხელისუფლებას შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ნაწილი არ ჩამოსულიყო და ის თანხა რაც გადახდილი იყო ნაწილი ვადაგასულ შეიარაღებაში ყოფილიყო გადახდილი. მე გამჭირდება რამის კონკრეტულად თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ შევიძინეთ უკრაინისგან და საჩუქრად არ მიგვიღია. ის, რომ არ ჩამოვიდა ნაწილი და ნაწილი რაც ჩამოვიდა ვადაგასული იყო, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა. რას ჰქვია, თანხაა გადახდილი და არ ჩამოდის შეიარაღება ან რაც ჩამოდის უვარგისია და ამაზე რეაგირება არ ხდება, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა", - თქვა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა დროებითი რწმუნებულმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება. ანდრეი კასიანოვის განცხადებას მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, არ შეესაბამება სიმართლეს. სამინისტრო წერდა, რომ აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო.

ხელისუფლება უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემაზე უარს აცხადებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს უკრაინის მხრიდან საქართველოს "ომში ჩართვის მცდელობაა". 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი