უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ რომ, ჩვენ გვახსოვს რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა. ეს საიდუმლო კონტრაქტია დეტალებში ვერავინ ვერ შედის, რაღაცები რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული...
ამ ომის პროცესში, არც ერთ ქვეყანას, არც ერთი იარაღი არ გადმოუცია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები.
მოთხოვნა იმ ტონალობით, რა ტონალობითაც ითხოვს, ჩემი აზრით არც ერთ ეტიკეტში არ ჯდება, რა თქმა უნდა ეს ყოვლად შეუსაბამოა, უკვე არამეგობრულია იმ ქვეყნის მიმართ, რომლის 20% უკვე ოკუპირებული აქვს რუსეთს და რომელსაც არავითარი უსაფრთხოების ქოლგა არ გააჩნია.
- თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა უკრაინისთვის "ბუკის" სისტემის გადაცემაზე საუბრისას.