ISW არ ადასტურებს, რომ რუსებმა ქალაქი სოლედარი დაიკავეს

გამოქვეყნდა:

"რუსული წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ დაიკავეს სოლედარის უმეტესი ნაწილი, რადგან 11 იანვარს სოფელში ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა ISW-მ ვერ დაადასტურა ქალაქის სრული აღება“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსთა მოხსენებაში.

"11 იანვარს რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები სოლედარის რაიონში. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა ჯარებმა მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები სოლედარის ჩრდილო-აღმოსავლეთით 19 კმ-ზე სპირნიის, როზდოლივკასა და ვესელის რაიონებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს პიდგოროდნე (სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ) და რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებმა ალყა შემოარტყეს სოლედარს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ISW-ს მონაცემებით, სვატოვის მიმართულებით რუსული ძალები ცდილობდნენ დაკარგული პოზიციების აღდგენას, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ კონტრშეტევას კრემინნაიას რეგიონში.

რუსი პროპაგანდისტები და "ვაგნერის" დამფუძნებელი პრიგოჟნი ამტკიცებს, რომ აგრესორი ქვეყნის ჯარებმა მთლიანად დაიპყრეს სოლედარი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი