პრიგოჟინის მტკიცებით, ვაგნერის ჯგუფმა ქალაქი სოლედარი სრულად დაიკავა

გამოქვეყნდა:

სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის დამფუძნებლისა და რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, მისმა სამხედრო ძალებმა ქალაქი სოლედარი სრულად დაიკავეს. 

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროები, რომლებმაც ტყვედ ჩაბარებაზე უარი თქვეს, გაანადგურეს და მოკლულია 500-მდე სამხედრო.

"დაიღუპა 500-მდე ადამიანი. მთელი ქალაქი სავსეა უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით. არცერთ ჰუმანიტარულ დერეფანზე საუბარი არ შეიძლება. დავიწყოთ ნაღმების გაწმენდა", - წერს პრიგოჟინი.

განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია უკრაინა.

მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სოლედარს რუსეთის ძალები სრულად ვერ აკონტროლებდნენ. მისი თქმით, რუსეთი ამ ქალაქს პროპაგანდისთვის იყენებს.

ცნობისთვის, ქალაქი სოლედარი ლუგანსკის ოლქში მდებარეობს, ამ ქალაქს რუსეთი ინტენსიურად უტევს. გარდა სიმბოლურისა, სოლედარს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან რუსეთი ქალაქთან ახლოს მდებარე ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის დაპყრობას ცდილობს. 

ბოლო პერიოდში რუსეთი აქტიურად ავრცელებს ცნობებს, თითქოს სოლედარში მათმა არმიამ წარმატებებს მიაღწია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფს, რომ ქალაქ სოლედარს რუსები აკონტროლებენ.

"რუსები ამბობენ, რომ სოლედარი მათ კონტროლს ექვემდებარება - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალები, გენერალური შტაბის რეზიუმეში, დაელოდეთ", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა. 

რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW). 

გარდა ამისა, ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სოლედარის აღება, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ქალაქ ბახმუტს დაუყოვნებლივ ალყაში მოაქცევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი