"ხვალ, ზეგ მაქსიმუმ, სია გამოქვეყნდება" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი უკრაინის საელჩოში ანდრეი კასიანოვს ხვდება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი უკრაინის დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს ხვდება. შალვა ხაჭაპურიძემ უკვე დაიწყო მუშაობა მაგნიტსკის სანქციების ქართულ ვერსიაზე. უკრაინის საელჩოში შეხვედრის მთავარი თემა სწორედ იმ პირთა სანქცირებაა, რომელთაც ბრალი მიუძღვით მესამე პრეზიდენტის უფლებების შელახვასა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებაში. 

საუბრის თემაა დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 

ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, საელჩოს სურვილის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებში, უკრაინის საელჩო სასამართლოს მეგობრის სტატუსით ჩაერთოს. 

"პოლიტიკური შემადგენელი ამ სიას არ ექნება, პოლიტიკოსები ამ სიაში არ იქნებიან იმიტომ, რომ ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება თავის დროზე. იმ სიაში პოლიტიკოსები არ იყვნენ და ჩვენც არ ვაპირებთ პოლიტიკოსების შეყვანას. აქ საუბარია ჩინოვნიკებზე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზეც და მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ მტკიცებულების გარეშე არცერთი ადამიანი არ იქნება.

ხვალ, ზეგ მაქსიმუმ, სია გამოქვეყნდება.

რატი ბრეგაძეზე არის საუბარი, ოღონდ ჯერ კიდევ შესათანხმებელია ეგ თემები" ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

მანამდე კი  შალვა ხაჭაპურიძე ოპოზიციის ლიდერებსა და იურისტთა ჯგუფს  შეხვდა და სანქციების შესახებ პირველი კონსულტაციები გაიარა. 

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ვერ ამბობს მოხვდება თუ არა სანქცირებულთა სიაში იუსტიციის მინისტრი, თუმცა დარწმუნებულია, რომ სია რამდენიმე დღეში მზად იქნება და მასში დანამდვილებით მოხვდებიან ის რიგითი მოხელეები, რომლებმაც სააკაშვილის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი