"მაგნიტსკის სიის" ქართულ ვერსიაზე მუშაობა იწყება - ხაჭაპურიძე დეკანოიძესა და იურისტების ჯგუფს ხვდება

გამოქვეყნდა:

"მაგნიტსკის სიის" ქართულ ვერსიაზე მუშაობა იწყება - დღეიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ოპოზიციის წევრებთან ერთად კონსულტაციების იწყებს. სიაში უნდა შევიდეს ყველა ის პირი, რომელსაც, სააკაშვილის მხარდამჭერების თქმით, ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში.

შეხვედრა შალვა ხაჭაპურიძეს, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძესა და იურისტების ჯგუფს შორის პარლამენტში მიმდინარეობს.

"მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება რომელ პირებზე მზადდება, ჩემი მხრიდან, თუ რამე იქნება საჭირო მტკიცებულებები იმ საქმის, რომელსაც მე წარვმართავ და ხელმძღვანელობ, ეს მტკიცებულებები გადავცე ამ ჯგუფს. მისი პოზიცია გახლავთ ის, რომ, ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და იღებდნენ მონაწილეობას იმ კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

ხაჭაპურიძის თქმით, დაახლოებით, ორი საათისთვის შეხვედრა ექნება უკრაინის საელჩოში, სადაც წარმომადგენლებს სასამართლო პროცესებზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის. 

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათ მასალებს და მოსაზრებებს გადასცემენ უფლებადამცველებს, რადგან ადვოკატების ძირითადი ფუნქციაა "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა. მთავარი, რაზეც ყურადღებას პარტია ამახვილებს პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი