ქუთაისში, სასტიკად მოკლული 30 წლის ქალის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. შვილმოკლული დედა "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი წამებით მოკლეს.
ელენე ჩეჩელაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რადგან სახლში ნივთები დამტვრეულია. ოჯახი ითხოვს, რომ დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ისინი მოკლული შვილის მეზობლების დაკავებასაც ითხოვენ.
რაც შეეხება დაკავებულს, მოკლულის დედა ამბობს, რომ ბრალდებული მასაჟისტია, მისი შვილიშვილთან ხშირად დადიოდა, თუმცა რა უნდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, ოჯახისთვის უცნობია.
"მასაჟისტი იყო, შვილიშვილს უკეთებდა მასაჟებს...რუსი ყოფილა, პათოლოგი, ლოთი, ფსიქიკური პრობლემები ჰქონია - ამბობს მოკლულის დედა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. მკვლელობა კი ქუთაისში 18 ივლისს მოხდა