მარნეულის მერს, რომელიც "ოცნებამ" მარნეულის მაჟორიტარად წარადგინა, ხალხისთვის არ სცალია. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას კვლავ უშედეგოდ ითხოვს.
ადგილობრივები დღეს, 20 ივნისს, მერიასთან შეიკრიბნენ და მერთან ან მის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში 16 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობას დიდი ზიანი მიადგა. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ მთავრობა დაეხმარებოდათ, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.
მოსახლეობის თქმით, სტიქიის შემდეგ მერიის წარმომადგენლები ადგილზე არც კი მისულან.
არავინ ვაინტერესებთ. მოცვედით მერიაში, რომ ჩვენი პრობლემები მაღტ ყურამდე მივიტანოთ, თუმცა აქაც არავინ გვაქცევს ყურადღებას. ნორმალური საკანალიზაციო სისტემაც კი არ გვაქვს, - ამბობს ერთ-ერთინ ადგილობრივი.
მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები მომავალში გზის გადაკეტვას არ გამორიცხავენ.