"ენმ"-ს თავმჯდომარის ასარჩევად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ასარჩევად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.  მოქალაქეებს დარეგისტრირება მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.

 პარტიაში  შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, თუ ვინ გადის რეგისტრაციას,  ხომ არ აქვთ მათ ყალბი პროფილი ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები.  

 რაც შეეხება პროცესის გამჭვირვალობას, როგორც ცნობილია რეგისტრაციაც და ხმის მიცემაც ფარულია. გარდა ამისა პარტიაში ამბობენ, რომ სხვა მხრივ სისტემა არის გამართული, სანდო და ნებისმიერი სახის სპეკულაცია გამორიცხულია.

პირველი ადამიანები, ვინც რეგისტრაცია გაიარეს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლები არიან.

პროცესი 26 იანვრის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება, ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება,  შედეგებს კი საზოგადოება 30 იანვარს გაეცნობა, როცა ხმის მიცემის პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

​შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. თავმჯდომარეს ბლოქჩეინ სისტემით აირჩევენ.

იხილეთ ასევე:

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი