ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩერონ მიხეილ სააკაშვილის განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მიმართავს და მოუწოდებს,  გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად საზღვარგარეთ გადაიყვანოს.

"ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩერონ მისი განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე, რათა უზრუნველყონ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგან ისინი ვალდებული არიან, ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწიოს", - აცხადებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი, ბერით ლინდემანი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი