
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დანიშვნას შეიარაღებული ძალების გაერთოანებული ჯგუფის მეთაურად, უკრაინაში ოკუპანტების გეგმები არ შეუცვლია.
იგნატის განმარტებით, გადაწყვეტილებას ერთზე მეტი ადამიანი იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთაურებში ცვლილებების მიუხედავად, სტრატეგიული გეგმები იგივე რჩება.
"მათი სტრატეგიული გეგმის შესრულება, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურების გეგმა და მსგავსი რამ, არ არის დამოკიდებული ერთ ადამიანზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ არის - სუროვიკინი, გერასიმოვი, თუ ვინმე სხვა", - თქვა მან.
როგორც მან აღნშნა, პუტინის რეჟიმის განზრახვები სავსებით გასაგებია - ეს არის უკრაინის სრული ხელში ჩაგდება. მისი თქმით, მტრის გენერალური გეგმა ახლა ასახავს იმას, რაც აღმოსავლეთში ხდება.
ცნობისთვის, 11 იანვარს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ხელმძღვანელად გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა.