შოიგუმ, უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მეთაურად ვალერი გერასიმოვი დანიშნა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ხელმძღვანელად გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა.

„სპეციალური ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია გადასაჭრელი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთან, ჯარების ტიპებსა და შეიარაღებას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების ორგანიზების აუცილებლობასთან“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ამ დრომდე ამ  თანამდებობას სერგეი სუროვიკინი იკავებდა, რომელიც გერასიმოვის მოადგილედ გადაიყვანეს.

სურვიკინის გარდა, გერასიმოვის მოადგილეები იქნებიან სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ოლეგ სალუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსეი კიმი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი