
ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქის, ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის გამო სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელო ჯეიმს კლევერლი ავრცელებს.
"დიდმა ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა. მის წინააღმდეგ დღევანდელი სანქციები ხაზს უსვამს ჩვენს პროტესტს ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის მიმართ. გენერალური პროკურორი დგას ირანში სიკვდილით დასჯის ცენტრში. ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებზე", - წერს კლევერლი.
შეგახსენებთ, ირანში, ბრიტანეთისა-ირანის ორმაგი მოქალაქე და ირანის ყოფილი თანამდებობის პირი
ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს.
აკბარის სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს გამოცხადდა. ის გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.
აკბარი 2019 წელს დააკავეს.