დნიპროში კორპუსის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით,
რუსების მიერ დნიპროში  საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 27 სამოქალაქო პირი, რომელთა შორის 6 ბავშვია. 

ოკუპანტებმა დნიპროში დღეს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად ჩამონგრეულია. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი, რომლებსაც სამაშველო სამსახურები ეძებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი