ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში და ყველა აგებს პასუხს - ზელენსკი დნიპროზე

გამოქვეყნდა:

დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება და პირობას დებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისთვის, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს:

"მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა! მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება.
დნიპროში ნანგრევებისგან გაწმენდა გრძელდება. ყველა სერვისი მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყველა ადამიანის, ყველა სიცოცხლისთვის
ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. მაქსიმალურად ყველა აგებს პასუხს" წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, აგრესორებმა დღეს ქალაქი დნიპრო დაბომბეს. რუსებმა რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს ესროლეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 27. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ იქ მოყოლილ ადამიანებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი