
დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო საკუთარ Telegram არხზე წერს, რომ დნიპროში, საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა.
ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"რუსული რაკეტების შედეგად, შვიდი ბავშვი დაშავდა. უმცროსი 3 წლისაა. ყველა ბავშვი საავადმყოფოშია. 9 წლის გოგონა მძიმედაა. ჯამში უკვე 39 დაშავებულია. რუსებმა 5 სიცოცხლე მოკლეს...ამ დანაშაულებისთვის სასჯელი გარდაუვალია" - წერს რეზნიჩენკო.
იხილეთ ასევე: