რუსული X-22 - ცნობილია, რითი დაბომბა რუსეთმა დნიპროში კორპუსები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის ინფორმაციით, დნიპროში მრავალსართულიანი კორპუსი რუსებმა რუსული X-22 და ტუ-22M3 ბომბდამშენებით დაბომბეს.

იგნატის თქმით, რუსეთმა ეს რაკეტები გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმების დროს 5, 12 და 29 დეკემბერსაც. ასევე ივლისში, როდესაც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა - "დღეს რუსეთმა უკრაინაში 5 ასეთი რაკეტა გაუშვა"- დასძინა იგნატმა.

იგნატის განაცხადებით, გასული დღის განმავლობაში, რუსებმა კიევსა და სხვა ქალაქებს S-300 ან S-400 საზენიტო რაკეტებით შეუტიეს. 

"რატომ ვუწოდებთ მას ტერორისტულ იარაღს? იმიტომ, რომ რაკეტები შექმნილია საჰაერო სამიზნეებზე დასარტყმელად ათასობით დამაზიანებელი ელემენტით, რათა გაანადგუროს თვითმფრინავი, რაკეტა, უპილოტო საფრენი აპარატი ან ვერტმფრენი. ეს ფრაგმენტები დაფრინავს ასობით მეტრზე, ურტყამს მშვიდობიანი მოსახლეობას. ქალაქებში სროლა არის სუფთა წყლის ტერორიზმი. ეს რაკეტები დღეს კიევს მოხვდა", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 5 და დაშავებულია 60 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. მაშველები ნანგრევებში კიდევ ეძებენ ადამიანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი