
ოკუპანტების შესაჩერებლად ჩვენ გვჭირდება ის შეიარაღება, რომელიც ჩვენი პარტნიორების საცავებში ინახება და რომლის მოწოდებასაც მოუთმენლად ველოდებით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დღევანდელი მიმართვა მინდა მისალმების გარეშე დავიწყო. მინდა მომისმინონ იმ ლიდერებმა რომლებიც დღემდე ორჭოფობენ უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მოწოდებაზე. იმ შეიარაღების რომელიც ამ წელს ტერორისტი სახელმწიფოს დამარცხებას გამოიწვევს. რუსეთმა მორიგი მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინულ ქალაქებზე. კიევი, ხარკოვი, ოდესა, კრივიო როგი, დნიპრო, ვინიცა, ლვოვი და სხვა. სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. დნიპროში ტერორისტული შეტევის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ჩვეულებრივი 9 სართულიანი კორპუსი. ათობით ადამიანი გადავარჩინეთ. მათ შორის ბავშვები არიან. ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი არ ვიცით. სამწუხაროდ იზრდება დაღუპულთა რაოდენობაც. მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს. ოკუპანტების შესაჩერებლად ჩვენ გვჭირდება ის შეიარაღება რომელიც ჩვენი პარტნიორების საცავებში ინახება და რომლის მოწოდებასაც მოუთმენლად ველოდებით. მთელმა მსოფლიომ იცის, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ის, ვინც სიკვდილს თესავს.
დანგრეული კორპუსი დნიპროში, გამარჯვების ქუჩაზე მდებარეობს. ამ ქუჩას ეს სახელი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების გამო ეწოდა. დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ რუსული რაშიზმიც ისევე დავამარცხოთ, როგორც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გავიმარჯვეთ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გასროლილი გამოშვებული 30 რაკეტიდან 20 გავანადგურეთ. ჩვენ ამით ასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ. მადლობას ვუხდით ჩვენს საჰაერო ძალებს და ყველას, ვინც უკრაინისთვის მსახურობს. სამწუხაროდ, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამ მხრივ, ურთულესი ვითარება ხარკოვის და კიევის რეგიონში გვაქვს. ყველა ვინც ამ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა აუცილებლად ვიპოვით და შესაბამის პასუხისმგებლობას დავაკისრებთ",- ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით, ოკუაპნტების მიერ დნიპროში მრავალსართულიანი საცხობვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 73 დაშავდა.