ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაცია თავმჯდომარეობის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისი ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს.

განცხადება პარტიის ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კილაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ქუთაისში იქმნება ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი.

"დღეს ქუთაისის ორგანიზაციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და წარმატებები ვუსურვოთ არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში უხელმძღვანელებს, გაგა მანაგაძე, ხოლო საორგანიზაციო მდივანი იქნება პაატა ღაჭავა", - თქვა გიორგი კილაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

ამავე თემაზე:

ენმ-ის ბათუმის ორგანიზაცია თავმჯდომარეობის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი