
„პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას! აწი უფრო საინტერესო იქნება!“ - ასე ეხმაურება რამზან კადიროვი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, მისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
ჩეჩნეთის ლიდერი "ტელეგრამზე" იარაღების საწყობში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ კადიროვსა და მის ცოლ-შვილს შტატებში შესვლა აუკრძალა.
