"იქ, სადაც კონკურენცია არაა, პროგრესი კვდება!!" | მამუკა ხაზარაძე ფეხბურთის ფედერაციის ერთკაციან არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

"იქ, სადაც კონკურენცია არაა, პროგრესი კვდება!!" - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეხბურთის ფედერაციაში ერთკაციანი არჩევნების ჩანიშვნას. 

"იქ, სადაც კონკურენცია არაა, პროგრესი კვდება!!
ფეხბურთის ფედერაცია!
სამხატვრო აკადემია!
თსუ!
ყველგან ერთი კანდიდატი, მერე ნუ გვაქვს პრეტენზია, რატომ ვართ ამ დღეში!!", - წერს მამუკა ხაზარაძე.  

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის 2023-2027 წლის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს. 

მანამდე მსგავსი შემთხვევა მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაშიც. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი