"დიდი პატივია, რომ ბუბა კიკაბიძე ჩვენი მეგობარი იყო" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძესთან დაკავშირებით დღის შემაჯამებელ ვიდეოში საუბრობს.
დღეს უკრაინის დიდი მეგობარი და ლეგენდარული ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. მის შესახებ შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ, თუმცა მხოლოდ კარგი სიტყვები საკმარისი არ იქნება. დიდი პატივია, რომ ის ჩვენი მეგობარი იყო. მარადიული ხსოვნა, - ამბობს ზელენსკი.