
მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ოჯახსა და ახლობლებს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას უსამძიმრებს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ზარი განხორციელდა "რეფორმების ოფისში", რომელსაც დღემდე მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს და განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დაკრძალვის ცერემონიაში ჩართვა სურს.
"ძალიან ბევრს დაწყვიტა გული, რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ და ყველას მინდა მივუსამძიმრო. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას ვისაც გვახსოვს მისი პირველად სცენაზე გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე. უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებას", - თქვა ალასანიამ.
იხილიეთ: