ბოსფორის სრუტეში სატვირთო გემი გაიჭედა

გამოქვეყნდა:

ბოსფორის სრუტეში სატვირთო გემი გაიჭედა, რის შედეგადაც მოძრაობა გაჩერდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე. 

გემი - MKK 1 უკრაინიდან თურქეთში მიემგზავრებოდა და მას 13 000 ტონა ბარდა გადაჰქონდა. როგორც სატელევიზიო კადრებში ჩანს, სატვირთო გემი ბოსფორის აზიის სანაპირო ზოლთან ახლოს, სრუტის მეორე და მესამე ხიდებს შორის არის გაჭედილი.

სტამბოლის გუბერნატორის ოფისის განცხადებით, სატვირთო გემის გაჩერება საჭის გაუმართაობას მოჰყვა. მის გამოყვანას კი რამდენიმე გემი ბუქსირით ამ დრომდე ცდილობს.

ბოსფორი სავაჭრო მარშრუტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სრუტეა, რომელიც შავ ზღვასა და გემებს უკრაინიდან და რუსეთიდან აკავშირებს დარდანელის სრუტემდე, რომლის გავლითაც გემები ხმელთაშუა ზღვაში შედიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი