გთავაზობთ წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ყვარელში, ლევან ბერძენიშვილის ლექსიის ჩაშლას ეხმაურება და მსურველებს სთავაზობს დაორგანიზდნენ, ჩავიდნენ ადგილზე და მსურველებს ბერძენიშვილის მოსმენის საშუალება მისცენ. ბერძენიშვილის თქმით, "ალტ ინფოს" წარმომადგენლემა თავად უთხრა, რომ ლექცია მათმა მხარდამჭერებმა ჩაშალეს.

ხოშტარიას თქმით, რეჟიმი "ტყუილის გალავანის" აშენებას ცდილობს და ტყუილია, რომ ყვარელმა არ მიიღო ლევან ბერძენიშვილი, რომ ისტორიაზე არ შეიძლება მსჯელობა ან ვინმე ამ მსჯელობისგან ბრაზდება და გიჟდება და გამორბის სახლიდან, რომ ისეთი ველურები ვართ, არ შეგვიძლია ძალადობის გარეშე საკითხების გადაჭრა.

"სიმართლე არის ის იარაღი, რომელიც ამ კედელს არ ააშენებინებს. ამას კონკრეტული გამოვლინება აქვს, სიმართლე არ არის აბსტრაქტული, ფაქტია. ამიტომ რეჟიმთან ბრძოლაში, ტყუილის არდაჯერება, არ მიღება, არ მონაწილეობა, ’არდაკიდება’, უკვე იარაღია. თან ყოველ ჯერზე, რადგან ყოველ ჯერზე, როცა არ ვამბობთ სიმართლეს ის კედელი იზრდება და მერე ერთიანად დანგრევა ბევრად უფრო რთული იქნება.

ამ კონკრეტული ტყუილის შემთხვევაში, მე გთავაზობთ დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, ვიყოთ ბევრნი და მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია. მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ტყუილის კიდევ ერთი აგური ვერ დაარჭონ ამ გალავანს. ვეკამათოთ ბატონ ლევანს თუ ასეთი სურვილი გვაქვს, მაგრამ არ გავატაროთ ეს ტყუილი და არ მივიღოთ ამ სახით მომაწილეობა ჩვენი მომავლის ნგრევაში", - წერს ელენე ხოშტარია. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი