არ შეიძლება საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც გამოხატვის თავისუფლებას ბრუტალურად ზღუდავენ - მელია ბერძენიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ყვარელში მომხდარს გამოეხმაურა, რა დროსაც "ალტ-ინფოს" წევრებმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს.

ნიკა მელიას თქმით, ყვარელში პოლიციამ "კანონით დაუშვებელი დაუშვა" და არ შეიძლება "საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ".

"წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისჯენ", - წერს ნიკა მელია.

შემთხვევა ყვარელში გუშინ, 15 იანვარს მოხდა. ალტ-ინფოს წევრებმა და მხარდამჭერებმა ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე შეკრებილი პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა". ბერძენიშვილის თქმით, შეკრება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი