2022 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩაირიცხა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 305,8 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2021 წლის დეკემბრის ანალგოური მაჩვენებელი. 

აღსანიშნავია, რომ შემოსული თანხების ყველაზე დიდი წილი - 59,28% რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ამ ქვეყნიდან საერთო ჯამში, 317,31 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი კი 699,23%-ია. 

ფულადი გზავნილების რეიტინგში მეორე ადგილს იტალია იკავებს - 43,20 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს კი აშშ - 34,30 მილიონი აშშ დოლარით. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი